გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: დიანა ინჯგია
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი VI
მოსწავლეთა რაოდენობა: 10
გაკვეთილის თემა: ,,გმირები’’ ,,Heroes”
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ტექსტიდან ამოიცნოს პერსონაჟები, ქმედებები, დაალაგოს მოვლენები თანმიმდევრულად და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. 
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
რესურსები
დრო
1.
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, ვუხსნი გაკვეთილის მნიშვნელობას თუ რატომ უნდა იცოდნენ მათ ამერიკაში მცხოვრები პირველი ინდოელების შესახებ. მოსწავლეებს ვუხსნი რომ ისინი გაიგებენ ინდოელთა ტომების შესახებ, გაეცნობიან მათ ჩაცმულობას, ცხოვრების სტილს, მათ ჩვევებს და ტრადიციებს.

გონებრივი იერიში
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო
5წთ.
2.
გონებრივი იერიში
მოსწავლეებს ვაჩვენებ სლაიდს სადაც გამოსახულია პირველი ინდოელები. ვუსვამ მათ კითხვას: ,,სად გინახავთ ეს ადამიანები?“
თქვენი აზრით ვინ არიან სლაიდზე გამოსახული ადამიანები?“
გონებრივი იერიში
საერთო საკლასო
ფოტომასალა
5წთ.
3.
წინარე ცოდნის ლექსიკური ერთეულის შემოწმება შემოწმება. მოსმენისთვის მომზადება. მოსწავლეებს ვურიგებ ცხრილს. მათ ყუთში ჩაყრილი სიტყვები უნდა შეუსაბამონ ცხრილში მათ ქართულ მნიშვნელობებს.

პრაქტიკული მეთოდები
ინდივიდუალური
ცხრილი, დაჭრილი ბარათები.
10 წთ.
4.
მოსმენა. მას შემდეგ რაც მოსწავლეები შეასრულებენ დავალებას, ისინი იწყებენ ტექსტის მოსმენას.
მოსმენა
საერთო საკლასო
CD დისკი, მაგნიტოფონი, სახელმძღვანელო
5წთ.
5.
ცოდნის განმტკიცება. მოსმენის შემდეგ ვსვამ მარტივ კითხვებს თუ რა გაიგეს მოსმენილიდან. ,,როდის დასახლდნენ ინდოელები პირველად ამერიკაში?“ ,,ვინ არიან ნაწარმოების მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები?“ ,, როგორ ცხოვრობდნენ ისინი?“ ,,რა იყო ტომების თანაცხოვრებაში პრობლემა“, ,,თქვენი აზრით რამ გამოიწვია ეს პრობლემა’’,
,,ნაწარმოების მთავარმა პერსონაჟმა როგორ გადაჭრა პრობლემა?“ ,,რა ალტერნატიული გზები ჰქონდა მას და სხვაგვარად როგორ შეეძლო მიზნის მიღწევა?“ ,,იგივე სიტუაციაში თქვენ როგორ გადაჭრიდით ამ პრობლემას?“

დისკუსია/დებატები
საერთო საკლასო/ინდივიდუალური

7წთ.
6.
მოვლენათა ჯაჭვი. მოსწავლეებს ვყოფ სამ მცირე ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვურიგებ ფლიფჩარტებს, რომელშიც მათ მოვლენები და ფაქტები თანმიმდევრულად უნდა დაალაგონ.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური
ფლიფჩარტი, ფერადი მარკერები
7წთ.
7
შეჯამება/საშინაო დავალება/შეფასება.
გაკვეთილის შეჯამების მიზნით მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ ბილეთებს. დიფერენცირებულად ვაძლევ საშინაო დავალებას (მოკლე თხზულება, ესსე, ტექსტის შინაარსის მიხედვით ანიმაციის შექმნა).
პრაქტიკული მეთოდები
საერთო საკლასო/ინდივიდუალური
გასასვლელი ბილეთები
5წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: უცხ.ს. 1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა და გაგება.
·         ამოიცნობს პერსონაჟებს და ქმედებებს, ობიექტებს და მათ ნიშან თვისებებს.
·         ამოიცნობს მოქმედებათა თანმიმდევრობას.
უცხ.ს. 3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი
·         ნასწავლ თემატიკაზე მოკლედ პასუხობს კითხვებს ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით.

შეფასება: (ვაფასებ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას. შეფასების რუბრიკა თან ერთვის გაკვეთილის გეგმას).
ხელმოწერა:
თარიღი:

No comments:

Post a Comment