პროექტები


პროექტის სახელწოდება: ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას“
პროექტის მთავარი იდეა (თემა): გარემოს დაცვის მნიშვნელობა და ადამიანის დანიშნულება გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში. მოსწავლეები მუშაობენ შემდეგი საკითხების ირგვლივ: რა იწვევს გარემოს დაბინძურებას, დაბინძურების შედეგად რა მდგომარეობაშია პლანეტა-დედამიწა, უმოქმედობის შემთხვევაში რა პრობლემის წინაშე შესაძლოა დადგეს ჩვენი პლანეტა, რა არის ადამიანის როლი პრობლემის პრევენციაში.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით ფაქტებს, სადაც ადამიანის დაუდევრობით ბინძურდება გარემო რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებში კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარება. პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
მონაწილეთა ასაკი: VII კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი, საინფორმაციო ბუკლეტი, ბლოგი, სლაიდები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კლასგარეშე ლიტერატურა, ინტერნეტი, პროქტორი, ციფრული კამერა, თაბახის ფურცელი, ფერადი ფურცლები და მარკერები, ფლიფჩარტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს ვაძლევ დავალებას, რა იწვევს გარემოს დაბინძურებას და შედეგად რა მდგომარეობაშია ჩვენი პლანეტა. მეორე ჯგუფს ვავალებ ინფორმაციის მოძიებას, უმოქმედობის შემთხვევაში თუ რა შესაძლო პრობლემის წინაშე დგას ჩვენი პლანეტა  და როგორ შეუძლიათ ადამიანებს უკეთესისკენ შეცვალონ პლანეტის მომავალი. ვუთითებ, რომ ინფორმაცია გარემოს დაცვის საკითხზე მოიძიონ ინტერნეტში/სახელმძღვანელოში. მას შემდეგ რაც მოსწავლეები აღნიშნულ საკითხებზე მოიძიებენ ინფორმაციას, ვაწყობ კლასში დისკუსიას გარემოს დაცვის მნიშვნელოვან ასპექტებზე. რა იწვევს გარემოს დაბინძურებას, შედეგად რას იწვევს დაბინძურებული გარემო და  როგორ უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ პლანეტა, სადაც ვცხოვრობთ. მოსწავლეები ცოდნის გაღრმავების მიზნით სტუმრობენ ბუნების მასწავლებელს: ინტერვიუ ბუნების მასწავლებელთან, რომელიც ასევე უხსნის გარემოსთან უხეშად მოპყრობის სავალალო შედეგებს და  ხაზს უსვამს თითოეული ადამიანის როლს გარემოს დაცვის ხელშესაწყობად. შემდეგ ეტაპზე, აღნიშნული თემის გარშემო ვაწყობ ფილმის ჩვენებას რომელზეც გაიმართება დისკუსია. მოსწავლეები შეჯერდებიან საბოლოო აზრზე.  ამის შემდეგ მოსწავლეები ამზადებენ კედლის გაზეთს და მოკლე საინფორმაციო ბუკლეტებს, რომელსაც დაარიგებენ სკოლაში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური, ბუნება, ქართული, ისტორია
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დიანა ინჯგია
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: dianainjgia@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: dianainjgia@blogspot.com

No comments:

Post a Comment